Thursday, June 24, 2010

საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი

ზესტაფონი - საფეხბურთო კლუბი, შეიქმნა 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით. იმავე, 2004 წელს, ს.კ. „ზესტაფონი“-ს მთავარი გუნდი ჩაერთო საქართველოს XVI-ე ეროვნულ ჩემპიონატში, უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.

სადღეისოდ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ წარმოადგენს ერთ დიდ შეკრულ საფეხბურთო ორგანიზმს, რომლის სისტემაშიდაც მთავარ გუნდთან ერთად შედიან: „ზესტაფონი — 2“ (საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მონაწილე), 1990, 1991 და 1992 წლებში დაბადებულთა გუნდები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა და ბავშვთა ლიგაში ასპარეზობენ.

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ დაუღალავად შრომობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად: გარემონტდა ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი, დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი სათამაშო მოედანი, ცენტრალური სტადიონის მინდორზე დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, მიმდიანრეობს კლუბის ბაზის მშენებლობა და ა. შ.

წყარო-wikipedia

No comments:

Post a Comment