გრძედი — კუთხე, პლანეტის ცენტრიდან მოცემულ წერტილამდე გავლებულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის, რომელიც ითვლება 0-დან 90°-მდე ეკვატორის ორივე მხარეს. გეოგრაფიული გრძედი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს (ჩრდილოეთის გრძედი) დადებითად ითვლება, სამხრეთ ნახევარსფეროში კი — უარყოფითად.
განედი — კუთხე, მოცემულ წერტილში გამავალი მერიდიანის სიბრტყესა და საწყისი ნულოვანი მერიდიანის სიბრტყეს შორის, საიდანაც იწყება განედის ათვლა. ამჟამად ნულოვან მერიდიანად ითვლება ის, რომელიც გადის ქალაქ გრინვიჩში მდებარე ძველ ობსერვატორიაზე, და ამიტომ მას გრინვიჩის მერიდიანს უწოდებენ. განედებს 0-დან 180°-მდე ნულოვანი მერიდიანიდან აღმოსავლეთით უწოდებენ აღმოსავლეთისას, ხოლო დასავლეთით — დასავლეთისას. აღმოსავლეთის განედებს დადებითს უწოდებენ, დასავლეთისას კი — უარყოფითს.
კორდინატთა DDMMSS ფორმატი [რედაქტირება]
DDMMSS ფორმატი შემოკლებით - DMS. ესაა აბრევიატურა კოორდინატებისა წარმოდგენილი ორ-ორი ლათინური ასოთი. DD ესაა გრადუსები, MM - მინუტები და SS - სეკუნდები. მისი სტანდარტული სახე ასე გამოიყურება - 42°15′53″ N, 43°50′40″ E.
კორდინატთა DD.DDDDD ფორმატი [რედაქტირება]
DD.DDDDD ფორმატი შემოკლებით - DD. ესაა მოდიფიცირებული, მეათედებად გამოყვანილი ციფრი. რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად. 42°15′53″ N და 43°50′40″ E = 42+15/60+53/3600 N და 43+50/60+40/3600 E = 42.26472 N და 43.84444 E. როგორც ხედავთ ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანა-კონვერტაცია დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ თუ თქვენ მუშაობთ ინტერნეტთან, მაშინ ყველაზე მარტივი ფორმაა ვიკიპედიას საიტზე გააქტიურებული DDMMSS ფორმატის კორდინატებზე დაკლიკებით აღმოჩნდეთ გვერდზე რომელიც პოზიციურ რუქაზე ადგილს გაძებნინებთ. იქვე ზევით შეგიზლიათ ავტომატურად გამომცხვარი ციფრები ამოიწეროთ (კოორდინატები 42°15′53″ N, 43°50′40″ E მეათედები 42.26472, 43.84444).
No comments:
Post a Comment