Thursday, June 24, 2010

იმერეთი საქართველოს ერთ–ერთი უმთავრესი ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებო ცენტრია. ამ რეგიონში შედის ზესტაფონის რაიონი, რომელსაც სასარგებლო სტრატეგიულ–გეოგრაფიული მდებარეობა უჭირავს და დასავლეთ საქართველოს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ მხარეს წარმოადგენს, მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ხარაგაულის რაიონი, ჩრდილო–აღმოსავლეთით ჭიათურის რაიონი, დასავლეთით თერჯოლის რაიონი, სამხრეთ–დასავლეთით ბაღდათის რაიონი.

  რაიონის მთლიანი ფართობია 423,7კმ2. მასში შედის ერთი ქალაქი, ერთი დაბა და 58 სოფელი, მათ შორის სოფელი ალავერდი. რაიონული ცენტრია ქ.ზესტაფონი, რომელიც მდინარე ყვირილას მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს (მოსახლეობა 25000 ათასი)

  სოფელი ალავერდი ზესტაფონის რაიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და მოიცავს სამ სოფელს: საკუთრივ ალავერდს, თვრინსა და მწყერიციხეს. ალავერდი რაიონის ცენტრიდან დაშოირებულია 8-10 კილომეტრით და სოფლებთან კლდეეთთან და ტაბაკინთან შედის ტერიტორიულ ორგანოში, მისი ფართობია 1100 ჰა. კოორდინატები დაახლოებით ჩ.გ. 420 და ა.გ 430. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება სოფელი ფუთი, დასავლეთიდან კლდეეთი, ჩრდილოეთიდან ზესტაფონი, სამხრეთიდან ლახუნდარა და ხონი. (ხარაგაულის რ-ნი)

წყარო-google

No comments:

Post a Comment